ჰიდრო ჯგუფმა ფოთის სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტა

7f6435_0deb9a6126934a8a93fc5a9709336d28_mv2

ჰიდრო ჯგუფმა ფოთის მრავალფუქციური სპორტული კომპლექსი და საცუარო აუზი წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარით აღჭურვა. პროექტი 24 მ3 მოცულობის დანადგარის მიწოდებას, მონტაჟს, გაშვებასა და გამართვას გულისხმობდა.აღსანიშნავია, რომ დანადგარი საქართველოში, უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისადაა წარმოებული. იგი ეკოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს და საკანალიზაციო ჩამდინარე წყალს ბიოლოგიურად, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების დახმარებით წმენდს, შედეგად კი, მას სუფთა, ტექნიკურ წყლად გარდაქმნის. დანადაგარის დახმარებით, ფოთის სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის საქმიანობა გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო, წყლის წმენდის ხარისხი კი როგორც ადგილობრივი, ისე ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი იქნება.