ჰიდრო ჯგუფმა ფოთის მრავალფუქციური სპორტული კომპლექსი და საცუარო აუზი წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარით აღჭურვა. პროექტი 24 მ3 მოცულობის დანადგარის მიწოდებას, მონტაჟს, გაშვებასა და გამართვას გულისხმობდა.აღსანიშნავია, რომ დანადგარი საქართველოში, უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისადაა წარმოებული. იგი ეკოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს და საკანალიზაციო ჩამდინარე წყალს ბიოლოგიურად, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების დახმარებით წმენდს, შედეგად კი, მას სუფთა, ტექნიკურ წყლად გარდაქმნის. დანადაგარის დახმარებით, ფოთის სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის საქმიანობა გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო, წყლის წმენდის ხარისხი კი როგორც ადგილობრივი, ისე ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი იქნება.