ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჰიდრო ჯგუფი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ამ დანადგარების პროექტირება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურებები წარმოადგენს.

გამწმენდი დანადგარები

ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ევროპის წამყვან მწარმოებლებთან, რომლებსაც საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ფლობენ ხარისხის სერტიფიკატებსა და საკუთარ დაპატენტებულ ტექნოლოგიებს.

ჰიდრო ჯგუფი ნებისმიერი ინდუსტრიის მცირე თუ მასშტაბურ პროექტს ინდივიდუალურად განიხილავს, დამკვეთის საჭიროებებს კვალიფიციური გუნდის დახმარებით შეისწავლის და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არგებს.

კომპანიის მიერ დანადგარები დამონტაჟებულია ქუთაისის აეროპორტში, იუსტიციის სახლებში, ლილოს ბაზრობაზე, საცხოვრებელ კორპუსებში, სასტუმროებში, ათობით სკოლასა და სხვა სახის ობიექტებზე.

2020 წლიდან ჰიდრო ჯგუფი ბიოლოგიურ გამწმენდ დანადგარს HT -ს ( ჰიდროტეს) აწარმოებს, რაც ამცირებს პროდუქციაზე გაწეულ ხარჯს და მას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

HT-ს წარმოებისთვის მხოლოდ ევროპული მასალები გამოიყენება და ხარისხის შესაბამისად, დანადგარების საექსპლუატაციო გარანტია 10 წელია. ტექნოლოგია აკმაყოფილებს წყლის წმენდის ევროპულ სტანდარტებს, არის დაპატენტებული და აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ISO 9001 სერტიფიკატები.

ჰიდრო ჯგუფის უპირატესობებია:

ka_GEGeorgian